გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

აქციის მონაწილეებმა, რომლებიც მესტიაში ჰესების მშენებლობას აპროტესტებენ, ცემენტით დატვირთული სპეციალური ტექნიკა გაატარეს

2-04-2018

აქციის მონაწილეებმა, რომლებიც მესტიაში ჰესების მშენებლობას აპროტესტებენ, ცემენტით დატვირთული სპეციალური ტექნიკა გაატარეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ნათია ქურდიანმა განუცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება ადგილობრივებმა შს მინისტრის მოადგილე კახაბერ საბანაძესთან შეხვედრის შემდეგ მიიღეს. მისი ინფორმაციით, შეთანხმება შედგა, ცემენტს შეიტანენ, თუმცა სამუშაოები მანამ შეჩერდება, ვიდრე ჰესების მშენებელი კომპანია და ადგილობრივი მოსახლეობა შეთანხმებას არ მიაღწევს. 

"არ გაგრძელდება არანაირი სამუშაო, ვიდრე ჩვენ და კომპანია არ შევთანხმდებით. ყველანაირი სამუშაოს წამოწყება ჩაითვლება მიზანმიმართულ პროვოკაციად. 24 - საათიან რეჟიმში ამ პროცესებს გააკონტროლებს მობილური ჯგუფი", - აღნიშნა ნათია ქურდიანმა. 

შს მინისტრის მოადგილე მესტიის მოსახლეობას უკვე მეორედ შეხვდა. 

შეგახსენებთ, მესტიაში ადგილობრივებმა პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტეს და ორი დღის განმავლობაში სპეციალური ტექნიკა, რომელიც ცემენტით არის დატვირთული, მშენებარე ჰესის ტერიტორიაზე არ შეუშვეს.

"ინტერპრესნიუსი"