გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

თსუ-ს პროგრამას "საჯარო მმართველობა" საერთაშორისო აკრედიტაციის სააგენტოს FIBAA-ს საერთაშორისო აკრედიტაცია უკვე მეორედ, შვიდი წლის ვადით მიენიჭა

19-06-2021

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გერმანიის ქ. შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის თანამშრომლობის შედეგად განხორცილებულ ინგლისურენოვან, ინტერდისციპლინურ სამაგისტრო პროგრამას "საჯარო მმართველობა" საერთაშორისო აკრედიტაციის სააგენტოს FIBAA-ს საერთაშორისო აკრედიტაცია უკვე მეორედ, შვიდი წლის ვადით მიენიჭა.

„სააკრედიტაციოსააგენტოFIBAA-მ ჩვენს პროგრამას აკრედიტაცია შენიშვნების გარეშე მიანიჭა. ეს ჩვენი აკადემიური გუნდისა და ადმინისტრაციის დიდი შრომის შედეგია,“- აღნიშნა თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა თამარ ზარანდიამ.მისი თქმით, ეს კიდევ ერთი აღიარებაა იმისა, რომ ამ პროგრამაზე სწავლა და სწავლება საერთაშორიო სტანდარტების შესაბამისად მიმდინარეობს.

„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გერმანიის ქ. შპაიერის უნივერსიტეტთან 2009 წლიდან თანამშრომლობს. ჩვენ იღბლიანებად ვთვლით თავს ამ თანამშრომლობის გამო, გვყავს ბევრი წარმატებული და კვალიფიციური სტუდენტი. გვსურს, რომ პროგრამა უფრო პოპულარული გახდეს საერთაშორისო დონეზე და კიდევ უფრო მეტი საერთაშორისო სტუდენტი გვყავდეს,“- განაცხადა შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის პროფესორმა, თსუ საპატიო დოქტორმა ანდრეას კნორმა.

FIBAA-ს აკრედიტაცია კიდევ ერთი აღიარება და წინ გადადგმული ნაბიჯია სამაგისტრო პროგრამისთვის. ეს კიდევ ერთი დასტურია, რომ პროგრამა „საჯარო მმართველობა“ საქართველოში სთავაზობს სტუდენტებს საერთაშორისო დონის განათლებას და თავისი შინაარსითა და ხარისხით კონკურენტუნარიანია მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

„უკვე გავიარეთ რეაკრედიტაციის პერიოდი, რაც იმას ნიშნავს, რომ კიდევ ერთხელ გადამოწმდა ჩვენი პროგრამის ხარისხი და ამჯერადაც ყოველგვარი შენიშვნის გარეშემივიღეთ საერთშორისო აკრედიტაცია 7 წლის ვადით. ამ პროგრამას საკმაოდ დიდი წვლილი შეჰქონდა და მომავალშიც შეიტანს საჯარო მმართველოსბის სტუდენტების მომზადების პროცესში,“-აღნიშნა თსუ ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორმა თამარ ბერიშვილმა.

სამაგისტრო პროგრამა „საჯარო მმართველობა“ თსუ იურიდიულ ფაკულტეტზე 2009 წლიდან ხორციელდება, რომელმაც პირველი საერთაშორისო აკრედიტაცია 2015 წელს მიიღო.
FIBAA გერმანიის საერთაშორისო აკრედიტაციის სააგენტოა, რომელიც უმაღლესი განათლების სექტორში ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით მუშაობს და უმაღლეს განათლებაში ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) წევრია. მას სააგენტოს ხარისხის უზრუნველყოფისა და განათლების ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს.