გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ანრი ოხანაშვილი: ვმსჯელობთ საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე - წყალი, გზა, ინფრასტრუქტურა, სერვისები და სხვა, რომლებიც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის გრძელვადიან განვითარებასთან

19-06-2021

“ჩვენ ვმსჯელობთ საზოგადოებისათვის აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხებზე რომლებიც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის გრძელვადიან განვითარებასთან. ეს არის, წყალი, გზა, ინფრასტრუქტურა, სერვისები და სხვა“ - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა.

მისი თქმით, ეს არის მნიშვნელოვანი, ვინაიდან სწორედ ამ საკითხებზე გადის ჩვენი ქვეყნის შემდგომი გრძელვადიანი განვითარება.

“ქართული ოცნების” სახელისუფლებო გუნდი შეკრებილი ვართ იმისათვის, რომ ვიმსჯელოთ საზოგადოებისათვის პრიორიტეტულ მიმართულებებზე - ეს არის, წყალი, გზა, ინფრასტრუქტურა, სერვისები და ა.შ. ეს არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, ვინაიდან სწორედ ამ საკითხებზე გადის ჩვენი ქვეყნის შემდგომი გრძელვადიანი განვითარება. უკვე მოვისმინეთ ძალიან მნიშვნელოვანი და შთამბეჭდავი გეგმები და კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც დაწყებულიც არის, იგეგმება სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურის მიმართულებით, გზებთან, წყალთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენს საზოგადოებას ჯერ კიდევ აწუხებს.

იუსტიციის მინისტრის მხრიდან მოვისმინეთ კონკრეტული პრეზენტაცია სერვისებთან დაკავშირებით, ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო ხედვები აქვს, ამიტომ ეს კონკრეტული გეგმები ძალიან მალე, შესაბამის ვადებში და შემდგომში გრძელვადიანად რეალიზდება ჩვენი საზოგადოების ინტერესებთან შესაბამისად“ - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.