გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო: მზადყოფნას გამოვთქვამთ, დაინტერესების შემთხვევაში, მოსახლეობასთან კვლავ გაიმართოს შეხვედრა, სადაც მოქალაქეები მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ

19-06-2021

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ბობოყვათის მოსახლეობის საპროტესტო აქციას ეხმაურება:

"აჭარის მთავრობის წევრებმა ბობოყვათის მოსახლეობასთან შეხვედრა უკვე გამართეს. როგორც ცნობილია, ტერიტორია წარმოადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებას და შესაბამისად მოქალაქეებს არა აქვთ მიწის რეგისტრაციისთვის საჭირო საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები.

მთავრობის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე მოსახლეობის ნაწილმა აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მოქმედი კანონმდებლობით ბობოყვათში მიწა არ ეკუთვნით,ისინი მთავრობისგან ითხოვენ რაიმე გზის გამოძებნას, რომ აღნიშნული მიწა საკუთრებაში დაურეგისტრირდეთ. მთავრობის წევრების მიერ მოსახლეობას განემარტა,რომ ქონების განკარგვა მხოლოდ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ხდება.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, მთავრობის წევრები მზადყოფნას გამოთქვამენ დაინტერესების შემთხვევაში, მოსახლეობასთან კვლავ გამართონ შეხვედრა, რომლის ფარგლებში მოქალაქეები მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ.

აჭარის მთავრობის წარმომადგენლები ბორჯომში იმყოფებიან და მიმდინარე სამუშაო შეხვედრებში იღებენ მონაწილეობას"- აცხადებენ უწყებაში.