გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით ახალი პროექტი „მეცნიერების კალენდარი – 2021“ იწყება

21-06-2021

მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახალ პროექტს „მეცნიერების კალენდარი – 2021“ იწყებს.

პროექტი, რომლის სლოგანია Undique scientia est (მეცნიერება ყველგან არის), მეცნიერების, როგორც საზოგადოების ყველა ფენის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილის, წარმოჩენასა და საქართველოს ფართო საზოგადოებაში მის პოპულარიზაციას ემსახურება.

პროექტის „მეცნიერების კალენდარი – 2021“ განხორციელებაში ჩართული არიან სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები, უნივერსიტეტები, ასევე სახელოვნებო უნივერსიტეტები, განათლებისა და მეცნიერების სფეროში მოღვაწე პირები და ახალგაზრდა მეცნიერები.

პროექტის ფარგლებში არაერთი შემეცნებითი და გასართობი აქტივობაა დაგეგმილი. ღონისძიებების ციკლი წლის ბოლომდე გასტანს. 10 ნოემბერს საზეიმოდ აღინიშნება მეცნიერების საერთაშორისო დღე. ჩატარდება არაერთი კონკურსი, მათ შორის, ქართველოლოგიის ვიკიკონკურსი, კონკურსი „ქართული მეცნიერება ვიკიპედიაში“, „ქართული მეცნიერება უცხოენოვან ვიკიპედიაში“ და სხვა, მასტერკლასები და კონფერენციები, ღონისძიებებისა და საჯარო ლექციების ციკლი შავი ზღვის თემაზე, სხვადასხვა აქტივობა ქალ მეცნიერთა როლის წარმოსაჩენად და ა. შ.
2021 წელს ევროპელ მკვლევართა ღამის საზეიმო ღონისძიებებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი უმასპინძლებს.