გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო დროებითი ღონისძიებების გასატარებლად მთავრობისთვის დროებით მინიჭებული უფლებამოსილების ვადა 2022 წლის 1-ელ იანვრამდე გაგრძელდება

22-06-2021

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებები განიხილა.

კანონპროექტის თანახმად, პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად და ახალი კორონა ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად საჭირო წესებისა და ღონისძიებების დადგენისთვის საქართველოს მთავრობასა და მის მიერ განსაზღვრულ სამინისტროებს დროებით მინიჭებული უფლებამოსილების ვადა 2022 წლის 1 იანვრამდე უგრძელდება.

ფრაქციის „ლელო" - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, მიუღებელია აღნიშნული ვადის მეოთხედ გადაწევა. ოპოზიციონერი დეპუტატის მოსაზრებით, საკანომდებლო ორგანო თავისი ნებით თმობს კონსტიტუციით მასზე დაკისრებულ უფლებას და მოვალეობას კრიზისულ სიტუაციაში თავად დააწესოს და წარმართოს კოვიდთან ბრძოლის პოლიტიკა, რაც მიუღებელია. ანა ნაცვლიშვილმა შეკითხვა დასვა, ასევე კანონპროექტის კონსტიტუციასთან შესაბამისობასთან დაკავშირებით.

შეკითხვებს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლადო კახაძემ უპასუხა. მისი თქმით, წარმოდგენილ რეგულაციებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლომ ცალსახად განაცხადა, რომ ამ ცვლილებებით ადამიანის კონსტიტუციური უფლებები არ ირღვევა.

კანონპროექტი გამარტივებული წესით იხილება და მასზე დეპუტატები პლენარულ სხდომაზე მიმდინარე კვირაში იმსჯელებენ.

მოქმედი კანონით, აღნიშნული უფლებამოსილება მთავრობას 2021 წლის 1-ელ ივლისს ეწურება.

კანონპროექტს მხარი მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა დაუჭირეს.

ფრაქციის „ლელო" - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრმა, შალვა შავგულიძემ ხმა წარმოდგენილი ცვლილებების წინააღმდეგ მისცა.