გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

UNDP-ის და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, ტყის მრავალფუნქციური გამოყენების ხელშემწყობი პროექტი მიმდინარეობს

22-06-2021

ეროვნული სატყეო სააგენტო, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, პროექტს „ტყის გამოყენების მრავალფუნქციური პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობა” ახორციელებს. პროექტი მიზნად ისახავს სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერებას; განსაკუთრებული აქცენტი ტყის ფართობებზე ტურისტული და რეკრეაციული პოტენციალის გამოყენებისა და ეკოტურიზმის განვითარებაზე კეთდება.
სამუშაო შეხვედრას, რომელზეც პროექტისმიმდინარეობის საკითხები განიხილეს, ეროვნული სატყეო სააგენტოს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის (GNTA), დაცული ტერიტორიების სააგენტოს (APA), გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვა დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

როგორც შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემგანაცხადა, ეროვნული სატყეო სააგენტო აქტიურად მუშაობს მის მართვას დაქვემდებარებულ ტერიტორიებზე ეკოტურიზმის განვითარების მიმართულებით. ტურისტული მარშრუტებისა და საფეხმავლო ბილიკების ქსელის განვითარება წარმოადგენს ეკოტურიზმის განვითარების ძირითად საფუძველს;შესაბამისად, საფეხმავლო ბილიკების განვითარების ეროვნული დონის ოპერაციული სახელმძღვანელოგანვითარების პროცესის ერთ-ერთი ხელშემწყობი ინსტრუმენტი იქნება.აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში, ეკოტურიზმისა და ეკოსისტემური სერვისების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, შემუშავდება ლენტეხის, ცაგერის, ონის, ამბროლაურისა და ჩოხატაურის სატყეო უბნებისთვის ეკოტურიზმის განვითარების სამოქმედო გეგმებიც.

მრავალმიზნობრივი ტყითსარგებლობა, სატყეო სექტორის მიმდინარე რეფორმისა და ტყის ახალი კოდექსის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში უზრუნველყოფს ტყის ეკოსისტემური სერვისების ეფექტიან გამოყენებასა და სოფლად განვითარების ხელშეწყობას.