გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მამუკა მდინარაძე: როდესაც ფეიკ ნიუსებით მებრძვი და მთელი შენი ნარატივი ტყულზეა აგებული, ეს კარგ შედეგს არ მოიტანს

22-06-2021

როდესაც ფეიკ ნიუსებით მებრძვი და მთელი შენი ნარატივიტყულზეა აგებული, ეს კარგ შეედეგს არ მოიტანს - განაცხადა „ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „მთავარი არხის“ ეთერში.

მდინარაძემ ვრცლად ისაუბრა მსოფლიო ბანკის მიერ სიღარიბის დაძლევის კუთხით ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების პერიოდის სტატისტიკაზე და „ქართული ოცნების“ მმართველობის დროინდელ მონაცემებს შეადარა.

„ის ადამიანები, რომლებსაც გარკვეული ეკონომიკური ზრდა ჰქონდათ და სიღარიბეც იზრდებოდა, ჩვენ დღეს გველაპარაკებიან სიღარიბეზე. როცა ჩვენ პოზიტიური დინამიკა გვაქვს და ამას არ ახსენებენ, უკვე იტყუებიან. ამბებს რომ არ იგონებდე, ფეიკნიუსებით არ მებრძოდე, ამ შემთხვევაში ქვეყნის საქმეც უკეთესად გაკეთდება. მოგონილი ამბისა და პრობლემის წინააღმდეგ ბრძოლა არის ქარის წისქვილთან ბრძოლა. მაგრამ, შენ რომ ფეიკნიუსებით მებრძვი და მთელი შენი ნარატივიტყულზეა აგებული, ეს არ მოიტანს კარგ შეედეგს. მე მაზიანებ, თავსაც იზიანებ, მაგრამ შედეგი არ მოაქვს ამ ყველაფერს“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.