გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მამუკა მდინარაძე: გიორგი გახარიამ თავის გუნდს ყველაზე კრიტიკულ მომენტში უღალატა

22-06-2021

გიორგი გახარია დღეს პირდაპირ გვებრძვის, ზუსტად ვიცით, რომ ამ ადამიანის მისიაა, „ქართული ოცნება“ რამენაირად მიუახლოვოს 43%-ს, დარტყმების აღებას ნამდვილად არ ვაპირებთ - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „მთავარი არხის“ ეთერში.

მისი თქმით, გიორგი გახარიამ თავის გუნდს ყველაზე კრიტიკულ მომენტში უღალატა.
„გიორგი გახარია სადაც დასაცავია დღესაც ვიცავთ,მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცუდად მოექცა „ქართულ ოცნებას“, უღალატა თავის გუნდს, ზურგში დანა ჩაარტყა ყველაზე კრიტიკულ მომენტში. მაშინ ვიცავდით გახარიას, სადაც ვფიქრობდით და გვჯეროდა, რომ უნდა გაგვეტანა, გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო, მაგრამ დღეს რაც გააკეთა იმის ფონზე თუ რამე ეჭვია იმაზეც ვსაუბრობთ“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, ეს არის ობიექტურობა და იგივე გააკეთა ირაკლი კობახიძემმთავარი არხის და სხვა ტელევიზიის ეთერშიც.

„რაც იყო შეცდომა იმ შეცდომაზეც ვსაუბრობთ, რაც არ იყო შეცდომა იმაზეც. 20 ივნისზე რომ ვსაუბრობთ, უნდა მოეგერიებინა თუ არა, უნდა მოეგერიებინა. დღეს პირდაპირ გვებრძვის და ზუსტად ვიცით ამ ადამიანის მისია არის ის, რომ „ქართული ოცნება“ რამენაირად მიუახლოვოს 43%-ს, ამ შემთხვევაში ცალ კარში თამაშს და დარტყმების აღებას ნამდვილად არ ვაპირებთ და ვამბობთ სიმართლეს. ამ სიმართლის თქმასვერავინ დაგვიშლის“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.