გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ოკუპირებულ აფხაზეთში სამმა მოქალაქემ 199,8 ტონა ფაროსანა დაიჭირა - ისინი 200 მილიონ რუბლს მიიღებენ

2-04-2018

ოკუპირებულ აფხაზეთში, სამმა მოქალაქემ რამდენიმე დღეში 199,8 ტონა აზიური ფაროსანა დაიჭირა, იმისთვის, რომ ფულზე გადაეცვალა/


გამოცემა „აფსნი ლაიფის“ ცნობით, თანხა, რომელსაც ისინი მარინეტული ხელისუფლებისგან მიიღებენ , 200 მილიონ რუბლს სცილდება.

უსაფრთხოების მიზნით, მათი ვინაობა არ საჯაროვდება.

როგორც ერთ-ერთმა მათგანმა გამოცემას განუმარტა, მავნებლის შეგროვების მოტივაცია სწორედ ფულადმა ჯილდომ მისცა.

„როდესაც განცხადების შესახებ გავიგეთ, გადავწყვიტეთ ფაროსანას სანაცვლოდ ფული მიგვეღო. თუ ადრე მათ ვწვავდით, ახლა პლასტმასის ბარელებში ვათავსებთ და სატვირთოებით სპეციალურ პუნქტებში მიგვაქვს“ - განაცხადა ერთ-ერთმა მათგანმა „აფსნი ლაიფთან.“

მისი „კოლეგის“ თქმით, თანხას, რომესაც ე.წ. ხელისუფლებისგან მიიღებენ, სამ ნაწილად გაიყოფენ. ნაწილს სატვირთო მანქანების ხარჯების დასაფარად გამოიყენებენ.

„ერთ ბარელში მხოლოდ 10 კილოგრამი ფაროსანა ეტევა. ჩვენს ნაცბოვს კი „კამაზი“ ჰყავს და ფასდაკლებას გვიკეთებს. თორემ მთელი 200 მილიონი რუბლის გადახდა ტრანსპორტირებაში მოგვიწევდა“ - ამბობს მეორე.

შეგახსენებთ, 26 მარტს , ოკუპირებულ აფხაზეთში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლასთან დაკავშირებით ე.წ. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უახლოეს ორ კვირაში რუსული მხარე მზადყოფნას გამოთქვას, აფხაზეთის მცხოვრებლებს 1 კგ ფაროსანაში 1000 რუბლი გადაუხადოს. დე ფაქტო მთავრობა მავნებელთან ბრძოლის საკითხებში რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობს.

newposts