გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ეკატერინე მიქაბაძე: მდგრადი განვითარების 2021 წლის ანგარიშით საქართველომ მდგრადი განვითარების 12 მიზნიდან 10 მიმართულებით მაჩვენებელი გააუმჯობესა

22-06-2021

კემბრიჯის უნივერსიტეტმა მდგრადი განვითარების 2021 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების კუთხით შეფასებულია 165 ქვეყანა. მსოფლიო რეიტინგში საქართველომ მდგომარეობა ორი ადგილით გაიუმჯობესა და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია ეს პროცესი ბოლო წლების განმავლობაში არის პოზიტიური და შეუქცევადი. გაუმჯობესდა საქართველოს შეფასების მაჩვენებელი, რომელიც 100%-იან შკალაზე 72.2 %-ს შეადგენს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, მართლმსაჯულების რეიტინგში საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია. „საერთო ჯამში საქართველომ გააუმჯობესა მაჩვენებელი მდგრადი განვითარების 12 მიზნიდან 10 მიმართულებით. აღსანიშნავია მკვეთრი გაუმჯობესება „ხარისხიანი განათლების" და „ხელმისაწვდომი და მდგრადი ენერგიის" მიმართულებით. მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა ასევე მდგრადი განვითარების ისეთ მიზნებში, როგორიცაა „ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა", „გენდერული თანასწორობა", „სამართლიანობა და ძლიერი ინსტიტუტები" და სხვა. უნდა აღინიშნოს, რომ მდგრადი განვითარების 38 ინდიკატორში საქართველომ უკვე შეასრულა მდგრადი განვითარების მიზნები," - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.

მისი თქმით, საქართველოს წარმატება განაპირობა იმან, რომ ქვეყანაში მიმდინარე შეუქცევადი ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმები სწორედ მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას ემსახურება. მიღწევის მიმართულებით მიმდინარეობს. „მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა და რეფორმების მიმდინარეობა აღიარებულია საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების და მსოფლიო სარეიტინგო სააგენტოების მიერ. კემბრიჯის მდგრადი განვითარების რეიტინგში საქართველოს დაწინაურებაც ამის ნათელი მაგალითია," - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.