გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გივი მიქანაძე: კვლავაც ვხედავთ „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან უპასუხისმგებლო დამოკიდებულებასა და ევროპული ღირებულებების არაღიარებას

22-06-2021

„2 თვეზე მეტი გავიდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული დოკუმენტის მმართველი გუნდისა და ოპოზიციის ნაწილის მიერ ხელმოწერიდან. კვლავაც ვხედავთ ნაციონალური მოძრაობის მხრიდან უპასუხისმგებლო დამოკიდებულებასა და ევროპული ღირებულებების არაღიარებას. დღემდე ნაციონალურ მოძრაობას არ მოუწერია ხელი შარლ მიშელის დოკუმენტზე, რადგან მძევალია საკუთარი დაპირებებისა, იმ დაპირებების, რომლებიც არაერთხელ დაუფიქსირა ამომრჩეველსა და საზოგადოებას და ვნახეთ ყველა ასეთი დაპირება როგორ გადათქვა და საპირისპიროდ იმოქმედა", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა გივი მიქანაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას" მოუწევს შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერა, რათა საბოლოოდ არ მოხდეს მათი, როგორც რადიკალური, მარგინალიზებული ძალის გარიყვა დასავლეთის მხრიდან.

„ამ დილემას შორის გინდათ სხვისი ხელით გააკეთოთ საქმე, ამნისტია მიგვაღებინოთ და შემდეგ თქვენს ამომრჩეველს თვალში ნაცარი შეაყაროთ, თითქოს თქვენ პრინციპულები იყავით ბოლომდე და მას შემდეგ მოაწერეთ ხელი, რაც ამნისტიის კანონი მიიღეს დანარჩენმა პარტიებმა. არ გამოგივათ მეგობრებო, მოგიწევთ ხელის მოწერა და ვერც საზოგადოებას მოატყუებთ. ნუ გაქვთ ასეთი დაბალი წარმოდგენა ჩვენს საზოგადოებაზე, მათ შორის თქვენს ამომრჩეველზე", - განაცხადა გივი მიქანაძემ.