გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ბათუმის სტადიონის სახელის დარქმევისთვის აუქციონში გამარჯვებული 8 მლნ 750 ათასს გადაიხდის

24-06-2021

ბათუმის საფეხბურთო სტადიონის სახელის დარქმევისთვის აუქციონში გამარჯვებული 8 მლნ 750 ათასს გადაიხდის.

ახალი სახელი სტადიონს 5 წლის განმავლობაში ერქმევა.

შპს ,,აჭარის პროექტების მართვის" კომპანიის მიერ გამოცხადებული აუქციონი შედგა. გამარჯვებული ბათუმის საფეხბურთო სტადიონის სახელის დარქმევისა და რეკლამის განთავსების უფლებით ისარგებლებს, რაც წლიურად 1 მლნ 750 ათას ლარს შეადგენს.

აუქციონში გამარჯვებულს მხოლოდ სახელისა და რეკლამის განთავსების უფლებები ექნება და არ იქნება შემხებლობაში სტადიონის მართვასთან.

ბათუმის სტადიონის სახელის ფორმულირება მსოფლიოში არსებულ ანალოგიურ პრაქტიკას უნდა შეესაბამებოდეს და უნდა მოიცავდეს სიტყვა ,,არენას". საბოლოო დამტკიცებისთვის სახელი სტადიონის მესაკუთრეს უნდა წარედგინოს.