გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ოთარ შამუგია გერმანიის ელჩს საქართველოში, ჰუბერტ ქნირშს შეხვდა

24-06-2021

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ოთარ შამუგია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ჰუბერტ ქნირშს შეხვდა.

შეხვედრაზე, ოთარ შამუგიამ ელჩს სატყეო სექტორში, ბიომრავალფეროვნებისა და დაცული ტერიტორიების მიმართულებით განხორციელებულ პროექტებში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მინისტრის მოადგილემ ევროპის ქვეყნებში და მათ შორის გერმანიაში აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის ზრდაზეც გაამახვილა ყურადღება.

როგორც ჰუბერტ ქნირშმა შეხვედრაზე აღნიშნა, შემოდგომაზე, გერმანიაში აგროსასურსათო პროდუქტების გამოფენა იგეგმება. ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ ხარისხიანი ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით, გამოფენაში საქართველოდან რაც შეიძლება მეტი მწარმოებელი მიიღებს მონაწილეობას.

ოთარ შამუგიამ გერმანიის ელჩს ახლდაშექმნილი მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ გერმანიის რესპუბლიკის მიწის მდგრად მართვასთან დაკავშირებული პრაქტიკის გაზიარება, ამ მიმართულებით კვალიფიციური კადრების მომზადება-გადამზადება, სააგენტოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი მხარადაჭერა იქნება

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ირიგაციის, საძოვრების მართვის, მეღვინეობისა და ასევე, კაკლოვანი კულტურების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებს.

როგორც ჰუბერტ ქნირშმა შეხვედრაზე განაცხადა, საქართველო გერმანიის რესპუბლიკის მნიშვნელოვანი პარტნიორია. ელჩმა მიწის მდგრადი მართვის მიმართულებით გერმანიის გამოცდილების გაზიარებისა და ფერმერთა პროფესიული და კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით საქართველოს მხარდაჭერის მზადყოფნა გამოთქვა.