გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

15 წლის გოგონას მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულ 65 წლის მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა

3-04-2018

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე შოთა ბიჭიამ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და 15 წლის გოგონას მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულ 65 წლის მამაკაცს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

იმის გამო, რომ საქმეში არასრულწლოვანი ფიგურირებს, სასამართლოს სხდომა დახურული იყო. ბრალდებული ბრალს არ აღიარებს. მან ადვოკატზე უარი თქვა და განაცხადა, რომ საკუთარ თავს თავად დაიცავს.

სამეგრელოში 65 წლის მამაკაცი, რომელიც ქალთა საფეხბურთო გუნდის მწვრთნელი და ერთ-ერთ საჯარო სკოლაში სპორტის მასწავლებელი იყო, 31 მარტს დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 23 მარტს, ბრალდებულმა, თავის კუთვნილ ავტოფარეხში და საცხოვრებელ ბინაში, მასთან დროებით მცხოვრები, 15 წლის გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედება ჩაიდინა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ძალადობის გარეშე სრულწლოვანის მიერ გარყვნილ ქმედებას, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველთან.

reginfo.ge