3-04-2018
ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული რუსთაველი მოკრივე, ლაშა გურული საქართველოს ნაკრებთან ერთად, დღეს სამშობლოში დაბრუნდა.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ახალგაზრდა სპორტსმენს, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები - გრიგოლ ვეფხვაძე და ამირან ჯანჯღავა, ოჯახის წევრები, მეგობრები და გულშემატკივრები დახვდნენ.
ქალაქის მერმა ლაშა გურულს ევროპის ჩემპიონობა მიულოცა და შემდგომი წარმატებები უსურვა.
რუმინეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე, ახალგაზრდებს შორის, ლაშა გურულმა ხუთი ორთაბრძოლა ჩაატარა და ყველა მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხა.
ფინალში რუსთაველი სპორტსმენი თურქ მოკრივეს, ერდემირ თურგულანს დაუპირისპირდა.
ფინალური შეხვედრის პირდაპირი ტრანსლაცია კვირას, რუსთავის ცენტრალურ მოედანზე დამონტაჟებულ დიდ ეკრანზე მიმდინარეობდა.
ლაშა გურულის საგულშემატკივროდ, მოედანზე, რუსთვის მერი ირაკლი ტაბაღუა, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი, პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ბეგაძე, მერის მოადგილე გოჩა ლორია, საკრებულოს წევრები, სპორტსმენის ოჯახის წევრები და მეგობრები შეიკრიბნენ.