გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

პარლამენტმა მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა

24-06-2021

საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის მექანიზმის დანერგვას ითვალისწინებს.

ცვლილებების თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი განახორციელებს სამართალწარმოების პროცესში მოწმის/დაზარალებულის მხარდაჭერას. გარდა ამისა, კოორდინატორი მოწმეს და დაზარალებულს დაეხმარება საგამოძიებო ორგანებთან ეფექტიანი კომუნიკაციის დამყარებაში, გამოძიების ეტაპზე უზრუნველყოფს მათ სათანადო ინფორმირებას, ამასთან, საჭიროების შემთხვევაში, მოწმეს და დაზარალებულს შესთავაზებს სახელმწიფოში არსებულ სერვისებს და დაეხმარება ამ სერვისებში ჩართვის პროცესში.

არსებული პრაქტიკის ანალიზმა ცალსახად აჩვენა, რომ კოორდინატორის სამსახური ძალზე ქმედითი მექანიზმია და უამრავ მოწმესა და დაზარალებულს მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გაუწია სისხლის სამართლის პროცესში მონაწილეობის გაადვილების მიმართულებით.
მნიშვნელოვანია, რომ ცვლილებების თანახმად, გამოძიების ეტაპზე გამომძიებელს ენიჭება უფლებამოსილება სისხლის სამართლის საქმეში ჩართოს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი, რაც ხელს შეუწყობს მათთვის სერვისების ოპერატიულად მიწოდებას.

ცვლიებათა პაკეტით, გაიმიჯნა საქართველოს გენერალური პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს კოორდინატორთა ფუნქციები, რაც სამომავლოდ რესურსების ეფექტურად გადანაწილებას შეუწყობს ხელს.