გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ონლაინ ტრენინგი “ინკლუზიური ტურიზმი COVID 19-ის პერიოდში”

24-06-2021

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კვებისა და განთავსების ობიექტებისთვის  ონლაინ ტრენინგს “ინკლუზიური ტურიზმი COVID 19-ის პერიოდში” მართავს.

ტრენინგი  საქართველოს 31 ქალაქსა და დაბაში ჩატარდება და  ჯამში კერძო სექტორის 500-მდე წარმომადგენელი გადამზადდება. ტრენინინი 30 ივნისის ჩათვლით გაიმართება და შემდეგ თემებს მოიცავს: ინკლუზიური ტურიზმი და კოვიდ 19 (მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია UNWTO) ინკლუზიური ტურიზმის ევროპული ქსელი (ENAT) რეკომენდაციები, სერვისებისა და ინფრასტრუქტურის მისაწვდომობა-უნივერსალური დიზაინი, მისაწვდომობის საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტები, ინკლუზიური ტურიზმის ეკონომიკური პოტენციალი და მსოფლიო გამოცდილება, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან ურთიერთობის ეთიკა, სწორი კომუნიკაცია და ტერმინოლოგია.
ტრენინგის მნიშვნელობაზე საუბრობს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი.

„დღეს, როდესაც ვსაუბრობთ, რომ მომხმარებელს უნდა შევთავაზოთ მაღალი ხარისხის, ევროპული სტანდარტის მომსახურება ეს ცალსახად გულისხმობს, რომ ნებისმიერი ტურისტული სერვისი ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა ტიპის მომხმარებლისთვის, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. ინკლუზიური ტურიზმი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა და ტრენინგები, რომელიც გაიმართება ძალიან დაეხმარება სექტორს მოახდინოს საკუთარი ტურისტული პროდუქტის სწორი ფორმირება. ტრენინგის თემატიკა მოიცავს, როგორც ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობას, ასევე ზოგადად უნარ-ჩვევებს მომსახურების მიმართულებით, ევროპულ სტანდარტებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ტრენინგში გათვალისწინებულია, კოვიდურ პერიოდში მომსახურების მიწოდების წესები.“ -განაცხადა მედეა ჯანიაშვილმა.