გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ძლიერი ქარი აჭარაში - ბათუმში 12 სულიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა

3-04-2018

სტიქია აჭარაში - ძლიერმა ქარმა ბათუმში ჭაღალიძეების 12 სულიანი ოჯახი დააზარალა.

ქარმა მათ საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა, რის გამოც დაზარალებულები, მათ შორის 5 მცირეწლოვანი ბავშვი,  ღია ცის ქვეშ არის დარჩენილი.

ჭაღალიძეები ეკომიგრანტები არიან და ისინი დროებით "ენერგოპროჯორჯიას" ქვესადგურის შენობაში იყვენენ შესახლებულები.

დაზარალებულების ინფორმაციით, ადგილზე სამაშველო სამსახური და ადგილობრივი ხელისუფლების  წარმომaდგენლები მივიდნენ, თუმცა მათ დახმარება ვერ გაუწიეს.

ადგილობრივ მთავრობას რეაგირებისკენ მოუწოდებს ოპოზიცია.

"რუსთავი 2"