გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

დავით სერგეენკო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს შეხვდა

24-06-2021

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, დავით სერგეენკო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) გენერალურ მდივანს, ასაფ ჰაჯიევს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის ახალი ეტაპები განიხილეს და ასამბლეის წევრ ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გამყარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. „თანამშრომლობის ეს ფორმატი საშუალებას იძლევა რეგიონის ქვეყნები მჭიდრო კომუნიკაციაში იყვნენ, რათა ახალი ეკონომიკური გამოწვევები ეფექტური კოორდინაციით დაიძლიოს", - აღნიშნა დავით სეგეენკომ.

პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა ასამბლეის ფარგლებში გუშინ გამართული არჩევნების გამო, სადაც დავით სერგეენკო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის ვიცე პრეზიდენტად აირჩიეს.

ასაფ ჰაჯიევთან გამართულ შეხვედრას პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრები დაესწრნენ.