გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

შუქრუთისა და ითხვისის მოსახლეობა საპროტესტო აქციას განაგრძობს

3-04-2018

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფლების-ითხვისისა და შუქრუთის მაცხოვრებლები საპროტესტო აქციის გამართვას დღესაც აპირებენ. მათი თქმით, შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ კუთვნილმა ავტომანქანებმა, რომლებიც მაღაროს ემსახურებიან, სოფლების  გზები დააზიანა.  „ჯორჯიან მანგანეზი“  კი გზის შეკეთებას არ აპირებს.

მოსახლეობის თქმით, საპროტესტო აქცია მანამ გაგრძელდება, ვიდრე გზას არ გააკეთებენ.

„ერთი კვირის განმავლობაში აქ ვართ, დღე და ღამ.  ვითხოვთ გზას, რომ სახლამდე მივიდეთ.  ვიდრე ეს პრობლემა არ გადაწყდება, აქ ვიქნებით“-განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.