გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

თავდაცვის მინისტრი „გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის“ ხელმძღვანელებს შეხვდა

25-06-2021

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე „გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის“ მეთაურს, გიორგი რაზმაძესა და მის მოადგილეს, პაატა გიგაურს შეხვდა. შეხვედრას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე დაესწრო. მხარეებმა ახალგაზრდულ ორგანიზაციასა და თავდაცვის უწყებას შორის თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს, რომელიც ახალგაზრდა თაობაში სამხედრო საქმის პოპულარიზაციასა და პატრიოტული სულისკვეთების გაძლიერებას ისახავს მიზნად.

ლეგიონის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობა 2020 წლიდან განსაკუთრებით გააქტიურდა და მათ თავდაცვის უწყების ხელმძღვანელ პირებს მიმდინარე პროექტების განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადეს. საუბარი შეეხო ლეგიონის საქმიანობის გაძლიერების სამომავლო გეგმებსაც. თავდაცვის მინისტრმა ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებს მხარდაჭერა აღუთქვა.

თავდაცვის სამინისტრო და „გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონი“ 2016 წლიდან თანამშრომლობენ. თავდაცვის სამინისტროსა და ახალგაზრდულ ლეგიონს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი სამხედრო-სამოქალაქო თავდაცვით საკითხებში ახალგაზრდა თაობის ცოდნის ამაღლებას ისახავს მიზნად. თანამშრომლობის ფარგლებში ეტაპობრივად იგეგმება და ტარდება სხვადასხვა სახის ღონისძიებები, ორმხრივი შეხვედრები, დისკუსიები და კონსულტაციები.