გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ეროვნული კინოცენტრი: რუსეთის მიერ აფხაზეთის ოკუპაციის პირობებში ე.წ. საერთაშორისო კინოფესტივალის ჩატარება საოკუპაციო რეჟიმების ლეგიტიმაციის მცდელობაა

3-04-2018

საქართველოს ეროვნული კინოცენტრი სოხუმის კინოფესტივალთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, იმ პირობებში, როდესაც რუსეთს აფხაზეთის ტერიტორია ოკუპირებული აქვს, სოხუმის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ე.წ. საერთაშორისო კინოფესტივალის ჩატარება, საქართველოს განუყოფელი რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის წარმოჩენისა და საოკუპაციო რეჟიმების ლეგიტიმაციის მცდელობაა.

„მიმდინარე წლის, 2 აპრილს ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში სოხუმის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ე.წ. საერთაშორისო კინოფესტივალი იხსნება. როგორც ფესტივალის ვებ-გვერდზეა მითითებული, კინოფესტივალს ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკა მასპინძლობს, ღონისძიებაზე კი რამდენიმე ფილმი ევროპის ქვეყნებიდანაც იქნება ნაჩვენები.

ამ კონტექსტში, აუცილებელია, ხაზი გაესვას კულტურის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების დაუშვებლობას. მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ შემდეგ გარემოებებზე: აფხაზეთის რეგიონი უკანონოდაა ოკუპირებული [რუსეთის ფედერაციის მიერ], საიდანაც გამოდევნილია ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირი და ლტოლვილი. ასეთ პირობებში მსგავსი ღონისძიების ჩატარება წარმოადგენს მცდელობას, მოხდეს საქართველოს განუყოფელი რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის წარმოჩენა და საოკუპაციო რეჟიმების ლეგიტიმაცია.

საქართველოს ეროვნული კინოცენტრი თხოვნით მიმართავს კოლეგებს - კინემატოგრაფისტებს მთელი მსოფლიოდან, რომ შეცდომაში არ შეიყვანოს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის „რბილმა ძალამ" და არ დაარღვიონ საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონი.

ეროვნული კინოცენტრი წლებია, წარმატებით თანამშრომლობს სხვადასხვა ქვეყნის კინოცენტრებთან, კინოფონდებთან, კინოინსტიტუტებთან თუ პრესტიჟულ საერთაშორისო კინოფესტივალებთან. ჩვენ გამოვიყენებთ ყველა შესაძლებლობას, რომ ჩვენს უცხოელ კოლეგებს შევატყობინოთ აღნიშნული ინფორმაცია, რათა არ შევიდნენ შეცდომაში და არ დაარღვიონ საერთაშორისო სამართლის ისეთი ფუნდამენტური პრინციპები, როგორიცაა სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუვალობა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვეობა“- ნათქვამია განცხადებაში.