გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

პოლონეთში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა

25-06-2021

ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „მალინოვა“ ორგანიზებით, ქართული ღვინის დეგუსტაცია ქალაქ კრაკოვთან მდებარე ისტორიულ დასახლებაში „Srebrna Gora“ გაიმართა.

წარმოდგენილი იყო როგორც კლასიკური მეთოდით, ისე ქვევრში ტრადიციული ტექნოლოგიით დაყენებული ქართული ღვინოები.

ქართული ღვინის ექსპორტის მზარდი მაჩვენებლის შესანარჩუნებლად, ერთ-ერთ უმსხვილეს ექსპორტიორ ქვეყანაში, პოლონეთში, აქტიური მარკეტინგული კამპანია მიმდინარეობს.

დეგუსტაციას ღვინის პროფესიონალები, რესტორატორები, სომელიეები, ღვინით ვაჭრობის სფეროს და მედიის წარმომადგენლები, ჯამში, 70-მდე სტუმარი დაესწრო. დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა დასახელების 14 ღვინო, მათ შორის, ისეთი კომპანიების პროდუქცია, რომლებიც ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ახლა იმკვიდრებენ ადგილს პოლონეთის ღვინის ბაზარზე. ღვინოები წარმოდგენილი იყო ადგილობრივი იმპორტირების მიერ.

პოლონეთი ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია, სადაც ექსპორტი ყოველწლიურად მზარდია. 2020 წელს, ექსპორტირებული იყო 5 მლნ-ზე მეტი ბოთლი ქართული ღვინო. ზრდამ, 2019 წლის ექსპორტთან შედარებით, 30% შეადგინა. მიმდინარე წლის 5 თვის მონაცემებით, ექსპორტის რაოდენობა 2,2 მლნ-ზე მეტ ბოთლს შეადგენს (ზრდა 11%).