გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ირაკლი ღარიბაშვილი: გაიზარდა და კვლავაც გაიზრდება პოლიციელთა შრომითი ანაზღაურება

25-06-2021

"გაიზარდა და კვლავაც გაიზრდება პოლიციელთა შრომითი ანაზღაურება. მადლობას ვუხდი ჩვენს პოლიციელებს, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად იცავენ თანამოქალაქეების უსაფრთხოებას და სიმშვიდეს" - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს ორგანიზებული დანაშაულის, ტრეფიკინგის ნარკოდანაშაულის, კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში.

„მიმდინარეობს რეფორმები მართლწესრიგის უზრუნველსაყოფად, კრიმინალური, სასაზღვრო, საპატრულო პოლიციის გასაძლიერებლად, პენიტენციური სისტემის მოდერნიზაციისა და განვითარებისთვის.

მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს ორგანიზებული დანაშაულის, ტრეფიკინგის ნარკოდანაშაულის, კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში.

ვსარგებლობ შემთხვევით და მადლობას ვუხდი ჩვენს პოლიციელებს, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად იცავენ ჩვენი თანამოქალაქეების უსაფრთხოებას. გაიზარდა და კვლავაც გაიზრდება პოლიციელთა შრომითი ანაზღაურება. ჩვენ კვლავაც ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მათი თავდადებული შრომა კიდევ უფრო დაფასდეს.

ვმუშაობთ ადამიანის უფლებათა დაცვის ახალ, უმაღლესი სტანდარტების ეროვნულ სტრატეგიაზე, რომლის მიზანია დისკრიმინაციის აღმოფხვრა, ინკლუზიურობისა და თანასწორობის პოლიტიკის, გენდერული თანასწორობის გაძლიერება, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის რისკების შემცირება, ბავშვთა უფლებების დაცვა. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა, ჩვენი პრიორიტეტია"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა შრომის კოდექსში შეტანილ ცვლილებებზეც ისაუბრა, რომელიც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს დასაქმებულთა შრომით უფლებებს.

„შრომის კოდექსში შევიტანეთ ცვლილებები, რომლებიც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს დასაქმებულთა შრომით უფლებებს. სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის მიზანია თითოეული მოქალაქის საზოგადოებრივ ცხოვრებაში თანასწორი, სრულფასოვანი და ღირსეული მონაწილეობის უზრუნველყოფა, მრავალკულტურული საზოგადოების განმტკიცება. მთავრობის ძალისხმევა მიმართულია ეთნიკურ უმცირესობათა შორის სახელმწიფო ენის ცოდნის დონის ამაღლებაზე"-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.