გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

„საქართველოს მელიორაციის” გენერალური დირექტორი შიდა ქართლში სამელიორაციო ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნენ

3-04-2018

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციის” გენერალური დირექტორი და მოადგილეები შიდა ქართლში მიმდინარე სამელიორაციო პროექტებს გაეცნენ. ქარელის მუნიციპალიტეტში ტაშისკარის სარწყავი სისტემის აღდგენითი სამუშაოების ფარგლებში, რკინაბეტონის ღარები და წყალგამშვები ჭები, მიმდინარეობს დიუკერის გაწმენდითი სამუშაოები ეწყობა. ტაშისკარის საწრყავ სისტემაზე მიმდინარე სამუშაოები წყლის უზრუნველყოფას მუნიციპალიტეტის 500 ჰა მიწის ფართობზე გააუმჯობესებს. 
სარწყავი სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით შემოწმდა მეღვრიკისის სარწყავი სისტემის სატუმბი სადგური, რომელიც სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტია როგორც გორის, ასევე ქარელის მუნიციპალიტეტებისთვის. მელიორაციის წარმომადგენლები გორის მუნიციპალიტეტის სარწყავი სისტემების - ტირიფონისა და ზედა რუს სარემონტო სამუშაოებსაც გაეცნენ. 
„საქართველოს მელიორაცია“ დღეისათვის შიდა ქართლში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 6 სარეაბილიტაციო პროექტს ახორციელებს. მიმდინარე პროექტების დასრულების შედეგად, წყალუზრუნველყოფილი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი 2180 ჰექტარით, რეგულარული სარწყავი მიწები კი 1 385 ჰექტარით გაიზრდება.