26-06-2021
რიკოთის უღელტეხილის მაგისტრალური გზის მშენებლობა დამთავრდება ეტაპობრივად 2021-2024 წლებში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში, დეპუტატ ზაზა ლომინაძის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სულ აშენდება 52 კმ მაგისტრალური გზა, 96 ხიდი და 53 გვირაბი.
„ეს არის მასშტაბური, შეიძლება ითქვას, საუკუნის პროექტი. ამ ეტაპზე სამუშაოები მიმდინარეობს 69 ხიდსა და 47 გვირაბზე", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა ინტერნეტიზაციის პროცესზე და აღნიშნა, რომ ეს პროექტი მთლიანად ფინანსდება მსოფლიო ბანკის მიერე. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა. რომ პროექტის შესრულება გურიიდან დაიწყო და ის ყველა რეგიონში ძალიან ჩქარი ტემპით გაგრძელდება.