გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ირაკლი ღარიბაშვილი: კონკურენციის სააგენტო მედიკამენტების ფასით დაინტერესებულია და ამ პროცესს კიდევ უფრო დავაჩქარებ, მზად ვარ, პარლამენტარების ჩართულობაც უზრუნველვყოთ, რათა ისედაც გაჭირვებული მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი იყოს მედიკამენტების ფასები

26-06-2021

თქვენ ამბობთ, რომ საქსტატის მონაცემებით, წამლების ფასები 10%-ით არის გაზრდილი და წამლების პრობლემაა, მე სრულად ვიზიარებ და ეს საკითხი შესასწავლია, წინა გამოსვლის დროსაც აღვნიშნე, რომ ამას სჭირდება ძალიან დროული რეაგირება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში, დეპუტატ ლევან იოსელიანის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ კონკურენციის სააგენტო ამ თემით უკვე დაინტერესებულია და პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდება.

„ჩვენ გვქონდა საუბარი ამის თაობაზე. ვიცი, რომ კონკურენციის სააგენტო აღნიშნული თემით დაინტერესებულია და ამ პროცესს, გპირდებით, კიდევ უფრო დავაჩქარებ. მზად ვარ, პარლამენტარების ჩართულობაც უზრუნველვყოთ ამ პროცესში, იმისთვის, რომ ისედაც გაჭირვებული მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი იყოს მედიკამენტების ფასები", - განაცხადა პრემიერმა.