გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ირაკლი ღარიბაშვილი: დიალოგის პლატფორმა, რომელიც შევთავაზეთ მეგობარ სახელმწიფოებს, არის უნიკალური შანსი, რომ ქვეყანამ დაიმკვიდროს თავი რეგიონში, როგორც მშვიდობისა და სტაბილურობის ერთ-ერთმა მთავარმა ინიციატორმა

26-06-2021

თურქეთთან მიმართებაში ჩვენ მაქსიმალურად გავააქტიურეთ ურთიერთობა, ასეთ დონეზე არ ყოფილა ბოლო წლებში. თურქეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი. პრეზიდენტ ერდოღანის სურვილი და მზაობა არის, რომ კიდევ უფრო გავააქტიუროთ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა და ვაჭრობამ შეადგინოს 3 მლრდ აშშ დოლარი, ეს უნდა იყოს ჩვენი ამოცანა მომდევნო წლების განმავლობაში. გარდა ამისა, ჩვენ განვიხილავთ ისეთ ფორმატებს, როგორიცაა სამმხრივი ფორმატი აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველო. ჩვენ წელსვე ასევე პრეზიდენტ ერდოღანის ინიციატივით ვაპირებთ ჩავატაროთ სტრატეგიული საბჭო, სადაც განიხილება ყველა ის სტრატეგიული საკითხი, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს, ასე რომ ჩვენ ამ მიმართულებით ძალიან პოზიტიური დინამიკა გვაქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენისას კითხვა-პასუხის რეჟიმში განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აგრეთვე ისაუბრა წარმატებულ მედიაციაზე და აღნიშნა, რომ დიალოგის პლატფორმა, რომელიც საქართველომ მეგობარ სახელმწიფოებს შესთავაზა, არის უნიკალური შანსი იმისა, რომ ქვეყანამ დაიმკვიდროს თავი რეგიონში, როგორც მშვიდობისა და სტაბილურობის ერთ-ერთმა მთავარმა ინიციატორმა.

„მედიაციის პროცესს რაც შეეხება, დიდი მოლოდინი მაქვს, სრული მზაობა დაფიქსირებული გვაქვს ჩვენ, ასევე ჩვენმა პარტნიორებმა, ამერიკელებმაც იციან, რომ მედიაციის ეს წარმატებული პროცესი შეიძლება გაგრძელდეს ჩვენი ჩართულობითა და უშუალო მონაწილეობით და რეალურად დიალოგის პლატფორმა, რომელიც შევთავაზეთ ჩვენს მეგობარ სახელმწიფოებს, ეს არის უნიკალური შანსი იმისა, რომ ჩვენმა ქვეყანამ დაიმკვიდროს თავი კიდევ ერთხელ, როგორც ადგილმა, რომელიც ერთ-ერთი მთავარი ინიციატორია მშვიდობისა და სტაბილურობის ჩვენს რეგიონში,"- აღნიშნა პრემიერმა.