გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ბათუმში სტიქიით დაზარალებული: „ბრეზენტი“ ჰქონდათ მოტანილი და უკან წაიღეს, არ დაგვეხმარნენ

3-04-2018

ბათუმში სტიქიის შედეგად ადგილობრივი 12 სულიანი ოჯახი დაზარალდა, სადაც 5 მცირეწლოვანი ბავშვია. 
ჭაღალიძეების სახლს ძლიერმა ქარმა სახურავი გადახადა. 
დაზარალებულები შუახევიდან, ეკომიგრანტები არიან და ისინი „ენერგოპროჯორჯიას“ ქვესადგურის შენობაში იყვნენ შესახლებულები. 
როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ადგილზე სამაშველო სამსახურისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, თუმცა მათ დახმარება არ გაუწიეს. 
„მერიამ გვითხრა, რომ გაფორმებული არ გაქვთ, ამიტომ ვერ დაგეხმარებითო. ასეთი წვიმა მოდის და სახურავი არ გადახურეს. „ბრეზენტი“ ჰქონდათ მოტანილი და უკან წაიღეს, არ დაგვეხმარნენ. დასაძინებელიც არ გვაქვს“- განაცხადა დაზარალებულმა.