გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ირაკლი ღარიბაშვილი: რამდენიმე კვირის წინ ლაგოდეხი-თბილისი-ბათუმის დამაკავშირებელი რკინიგზის მშენებლობა განვიხილეთ და სავარაუდო ბიუჯეტის დათვლაზეც მიმდინარეობს მუშაობა

26-06-2021

რაც შეეხება მატარებლის გახსნას, ზოგადად, მატარებლის იდეას კახეთში, ძალიან კარგი იდეა იქნებოდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში, ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენის შემდეგ, კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ეს საკითხი განხილვადია.

„რაც შეეხება მატარებლის გახსნას, ზოგადად, მატარებლის იდეას კახეთში, ძალიან კარგი იდეა იქნებოდა, მაგალითად, როგორიც არის კალიფორნიაში, იგივე რომ განხორციელდეს, მაგალითად კახეთში, ძალიან კარგი იქნებოდა. განხილვადია ეს პროექტი, შეიძლება განვიხილოთ, რკინიგზის ხელმძღვანელობას ჩვენ უკვე დავავალეთ, რომ წარმოდგენა გვქონდეს, რა თანხებზე შეიძლება იყოს ამაზე საუბარი. წელს თუ არა, შეიძლება რამდენიმე წლის განმავლობაში გაკეთდეს პროგრამა და დავიწყოთ ამის აღდგენაც.

ზოგადად, საუბარია და რამდენიმე კვირის წინ, რკინიგზის წარმომადგენლებთან ჩვენ გვქონდა სამუშაო შეხვედრა. ჩვენ ასევე განვიხილეთ ლაგოდეხი-თბილისი-ბათუმის დამაკავშირებელი რკინიგზის მშენებლობაც და სავარაუდო ბიუჯეტის დათვლაზეც მიმდინარეობს მუშაობა, რომ ვიცოდეთ, როდის შეიძლება, რომ ამაზე დავიწყოთ მუშაობა. მთელ ამ რეგიონებს ჩავრთავდით და გადაადგილება, რა თქმა უნდა, გახდება ადვილი და კიდევ უფრო გამარტივდება", - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.