გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გია აბაშიძე: ირაკლი ღარიბაშვილს ძალიან კონკრეტული, საქმიანი და იმედისმომცემი გამოსვლა ჰქონდა

26-06-2021

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში პარლამენტში პრემიერ ღარიბაშვილის ანგარიშს ეხმიანება და იმ შედეგების ჩამონათვალს აქვეყნებს, რაც ღარიბაშვილის პრემიერობის დროს ხორციელდება.

,,არსებული რესურსების გათვალისწინებით, დღეს, პარლამენტში, პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ძალიან კონკრეტული, საქმიანი და იმედისმომცემი გამოსვლა ჰქონდა. მრავლისმომცველი განვითარების ათწლიანი გეგმა, რომელიც ღარიბაშვილის ინიციატივაა, სექტემბრისთვის საბოლოოდ შეჯერდება.მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირთა პოსტზე ყოფნის პირველი ასი დღე ხშირად განსაზღვრავს მათი შემდგომი საქმიანობის დღის წესრიგს. ღარიბაშვილი 100 დღეზე ოდნავ მეტია რაც პრემიერია და უკვე გვაქვს ხელშესახები შედეგები - გამყარებული ლარი, მზარდი ეკონომიკა, აპრილში ექსპორტის 70%-იანი ზრდა (პანდემიამდე მაჩვენებელს აღემატება), წლის ბოლომდე სამ ნახევარ მილიონზე მეტი ვაქცინის შემოტანა. - პრემიერ-მინისტრის საინტერესო გამოსვლა საკმაოდ ვრცელი იყო (151-გვერდიანი მოხსენება).რამდენიმე მთავარ აქცენტზე მივაპყრობ თქვენს ყურადღებას: - პროგრამით „აწარმოე საქართველოში“ დაფინანსდება 1300 ახალი საწარმო და 400 სასტუმრო, რომელთა ჯამური ინვესტიცია 6 მილიარდს მიაღწევს. - დაბალპროცენტიანი ბიზნეს-სესხი ხელმისაწვდომი გახდება თითქმის ყველა დარგის ბიზნესისათვის. მოხდება არა მხოლოდ საპროცენტო განაკვეთის დაფინანსება, არამედ სესხის თანაგარანტირებაც. - ოჯახებისთვის საცხოვრებელი ბინების შეძენის ხელშეწყობის მიზნით, იწყება ახალი პროგრამა - ოჯახებს, რომელთაც შეეძინებათ შვილი, საშუალება ექნებათ ისარგებლონ იპოთეკური სესხის სუბსიდირებით და ამით შეიქმნან და გაიუმჯობესონ საცხოვრებელი პირობები. - ამ მიზნით, 2021-2022 წლების ბიუჯეტებში მოხდება დამატებით 300 მილიონზე მეტი რესურსის მობილიზება. - ეტაპობრივად გაიზრდება მასწავლებლების ხელფასები. 2030 წლისთვის საშუალო დატვირთვის პირობებში, 2200 ლარს გადააჭარბებს, ხოლო სრული დატვირთვისას - 3000. - პირველი ივლისიდან სოციალურად დაუცველ ბავშვთა დახმარება ორმაგდება და 50 ლარის ნაცვლად, 100 ლარი გახდება. - მომდევნო 10 წლის განმავლობაში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ჯამში დაიხარჯება 31.5 მილიარდი. - „განახლებული რეგიონების“ პროექტის ფარგლებში 63 მუნიციპალიტეტი აითვისებს 500 მილიონს. - დასრულდება აღმოსავლეთ-დასავლეთის 430 კმ-იანი მაგისტრალი. 2030 წლისთვის წითელი ხიდი სარფის უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტების ავტობანის მშენებლობის დასრულებით, მგზავრობის დრო ნაცვლად 8 საათისა, იქნება 4 საათი. 2012-დან დღემდე აშენდა 151 კმ მაგისტრალური გზა. შედარებისათვის - 2007-12 წლებში - მხოლოდ 68 კმ. - საერთაშორისო დონეზე სულ უფრო ძლიერდება მხარდაჭერა ოკუპაციის წინააღმდეგ და არაღიარების პოლიტიკა. ხელისუფლება მუშაობს, რომ დაისაჯონ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფაში დამნაშავეები, გათავისუფლდნენ უკანონოდ დაკავებულები, მათ შორის, ზაზა გახელაძე და ირაკლი ბებუა. - ამასთან, გრძელდება აფხაზ და ოს თანამემამულეებთან ნდობის აღდგენის აქტიური, შედეგზე ორიენტირებული შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკა; მათ შორის, გამყოფი ხაზების გასწვრივ ერთობლივი ეკონომიკური საქმიანობის წახალისება სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ფარგლებში“. - პანდემიასთან ბრძოლაში ჩართული სამედიცინო პერსონალის ანაზღაურება გაიზარდა 50%-ით; გაიზარდა სასწრაფო დახმარების პერსონალისა და სოფლის ექიმების ხელფასიც. ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 57 ახალი ადმინისტრაციული შენობა აშენდა, 5-ის მშენებლობა კი მიმდინარეობს. - 2025 წელს, ყველა ქალაქს ექნება 24-საათიანი წყალმომარაგება, ხოლო 2030 წელს მთელი ქვეყნის მოსახლეობას ექნება სრული წვდომა ლიცენზირებულ წყალმომარაგებაზე. - კვლავაც პრიორიტეტულია სამხედრო მრეწველობის განვითარება. უახლოეს მომავალში 'დელტას' ბაზაზე, ისრაელურ კომპანიასთან ერთად იწყება ამერიკული M4-ის ტიპის შაშხანების წარმოება. 2022-დან, საერთაშირისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, იგეგმება უპილოტო საფრენი აპარატების (UAV) წარმოება. - გრძელდება სამხედროების ბინებით უზრუნველყოფა. 2022 წლის ბოლოსთვის 1000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს ბინას და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. - განვითარდება და ევროპულ სტანდარტებს დაუახლოვდება სამართალდაცვის სისტემა. იგეგმება სამაშველო სამსახურისთვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების და სასაზღვრო პოლიციისთვის 2 ახალი ვერტმფრენის შეძენა. - ამოქმედდება ელექტრონული დისპეჩერიზაციის პროგრამა e-Police, რაც გაზრდის დანაშაულზე და სხვა სამართალ დარღვევებზე რეაგირების ეფექტიანობას. - ამოქმედდება CRIME STOPPER, რაც მოქალაქეს საშუალებას მისცემს პოლიციას ოპერატიულად მიაწოდოს კანონდარღვევის შესახებ ინფორმაცია. - ხელოვნურ ინტელექტზე (AI) დაფუძნებული ანალიტიკური სისტემების განვითარება უზრუნველყოფს დანაშაულის პრევენციას და ხელს შეუწყობს მის დროულ გამოძიებას. - დაინერგება ადრეული გაფრთხილების SMS სისტემა, რომელიც სახიფათო ტერიტორიაზე მყოფ აბონენტებს შეატყობინებს მომხდარი ან პოტენციური საფრთხის შესახებ. - იუსტიციის სამინისტრო 2030 წლისთვის გეგმავს ევროკავშირის სამართალთან ჰარმონიზაციის დასრულებას, ევროპული სტანდარტის მცირე ზომის ციხეების შექმნას, მოქმედი და ყოფილი პატიმრების დასაქმების ხელშეწყობას. არასრულწლოვანი პატიმრების საოჯახო ტიპის დაწესებულებებში განთავსებას. - 2030 წლისთვის დასრულდება მიწის ფონდის რეგისტრაცია. - საგარეო საქმეთა სამინისტროს ამოცანები 2030 წლამდე შემდეგია: 2024 წელს ევროკავშირში წევრობაზე განაცხადის შეტანა; ევროკავშირთან საკანონმდებლო ჰარმონიზაცია; აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის, მათ შორის სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის განმტკიცება. მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია მსხვილი ამერიკული ინვესტიციების მოზიდვა, აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმება. - ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი არსებული 4277 დოლარის ნაცვლად, 2030 წლისთვის 10,000 დოლარს გადააჭარბებს. - დაგეგმილია უმუშევრობის მაჩვენებლის განახევრება, 9%-მდე შემცირება. - 2030-ში საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობა 13 მილიონამდე გაიზრდება. ხოლო ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 2030 წლისთვის გაორმაგდება და 6.5 მილიარდ დოლარს მიაღწევს. - სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის ექსპორტი 2012 წ.- 511 მლნ დოლარი იყო, 2020 წელს - 942 მლნ დოლარამდე გაიზარდა, ხოლო 2030-ში ექსპორტი 3 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს. რასაკვირველია, საკმარისი ნამდვილად არაა, მაგრამ არსებული რესურსების ოპტიმალურად გამოყენებით მიღებული და მიღწევადი შედეგები საკმაოდ შთამბეჭდავია. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში ანგარიში და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმა წარადგინა“ - წერს სოციალურ ქსელში გია აბაშიძე.