გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ამირან სალუქვაძე: პრემიერის მიერ 10-წლიან გეგმასთან ერთად, გაჟღერდა ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, დეოკუპაციის სტრატეგია, კულტურის კოდექსი და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები

26-06-2021

ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში პარლამენტში ირაკლი ღარიბაშვილის ანგარიშ აფასებს და 10 წლიან გეგმაში არსებულ მნიშვნელოვან საკითხებს მიმოიხილავს.

,,პრემიერის საპარლამენტო გამოსვლაში, განსაკუთრებით სამომავლო გეგმებში, რამდენიმე საკითხმა მიიქცია ყურადღება. ჯერ ის მინდა დავწერო, ზოგიერთი პოლიტიკოსის გასაგონად, რომ მოსახლეობა პოპულიზმისთვის არ გინახავთ. ადრე დავწერე და გავიმეორებ, რომ ზოგადად გრძელვადიანი ორიენტირების, მიზნების, გეგმების დასახვა, სწორი მიდგომაა და ჩანს, რომ პრემიერი სისტემურად უდგება ამ საკითხს. უკვე, 10-წლიან გეგმასთან ერთად, გაჟღერდა ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, დეოკუპაციის სტრატეგია, კულტურის კოდექსი და სხვა. ბევრს ჰგონია, რომ თუ ახალმოსული მთავრობა 10 ან მეტ წლიან გეგმაზე მუშაობს, ამას თავისთვის აკეთებს. შემდეგ ხელისუფლებას, "ოცნება" იქნება თუ სხვა პარტია, დახვდება ეს გეგმა, მოახდენს მის კორექტირებას, უკვე დარჩენილი იქნება 7 წელი და შეეძლება ისევ 10 ან მეტი წლით გაიხედოს წინ. თავის სამოქმედოდ კი ყოველმა ახალმა ხელისუფლებამ თავისი 4-წლიანი საარჩევნო ციკლის დეტალური პროგრამა უნდა შეიმუშაოს, რომელიც 4 საბიუჯეტო წლისგან იქნება შემდგარი, მაგრამ ყოველ ამ საბიუჯეტო წელს ან შუალედურ პროგრამას უნდა მივყავდეთ გრძელვადიან მიზნამდე. ყოველ საბიუჯეტო წელს ახლიდან აკორექტირებენ და ასე გეგმაზომიერად უნდა მიმდინარეობდეს მთავრობების საქმიანობა. ასე უდგება ეს ადამიანი და ვისაც არ მოსწონს, მეტი წაიკითხონ გრძელვადიანი დაგეგმვის მნიშვნელობაზე. რამდენიმე სამომავლო ინიციატივა და მიმართულება: - ყველაზე მეტად სასიამოვნო იყო მრავალშვილიანი ოჯახებისთვის ბინების შესაძენად იპოთეკური სესხების სუბსიდირება. - 1300 ახალი საწარმოს შექმნა და 400 სასტუმროს აშენება. ცნობისთვის, უკვე შექმნილია 700-ზე მეტი საწარმო. თუ არ ვცდები 175 ახალი სასტუმროა ამ წლებში აშენებული. ჩემს ველზე იპოვით ამ ინფორმაციებს. ახალი საწარმოების შექმნასაც მივადევნებ თვალს. - ტრადიციულად იყო საუბარი თავდაცვაზე, სხვა ძალოვან სტრუქტურებზე, სოფლის მეურნეობაზე, ტურიზმზე და სხვა, მაგრამ გამოვყოფდი განათლების და მეცნიერების მიმართულებით დაფინანსების ზრდას. მასწავლებელთა ხელფასების ზრდაც გაგრძელდება. ამ მიმართულებებზე მსჯელობაში უნდა გამოჩნდეს ოპოზიციის კლასი, კვალიფიკაცია. უნდა შევიდნენ სიღრმისეულ განხილვებში, დაანახონ საზოგადოებას და მთავრობასაც კომპეტენცია, უნდა ცდილობდნენ ერთი მხრივ საკუთარი ამომრჩევლების სურვილები, ანუ მათი დაპირებები მოახვედრონ გეგმებსა თუ პროგრამებში, მეორე მხრივ მთელ მოსახლეობას დაანახონ რამდენად კვალიფიციურები არიან. ზოგიერთი წარმომადგენელი, ოპოზიციიდან, საკმაოდ საქმიანი, კრიტიკული და კონსტრუქციული იყო. წინა ხელისუფლება თავის სტილში აგრძელებს და სანახაობებს აწყობს. სიფხიზლისთვის აუცილებელია ესეც, მაგრამ სხვა დროს აჯობებდა. პოლიტიკური განცხადებებისთვის ბევრი დრო აქვთ. ასევე, ცალკე შეუძლიათ დაიბარონ მთავრობის ნებისმიერი წევრი და იქ ესაუბრონ, ასევე კამერების წინ ხარჯებზეც, ნეპოტიზმზეც, თუ ამის საფუძველია. ველოდები ამ გრძელვადიანი გეგმების პრეზენტაციებს. უფრო ყურადღებით მივადევნებ თვალს თავდაცვის განვითარების გეგმას. მსურს კონკრეტიკა ვიხილო. დაველოდოთ დებატებს. საინტერესოა პასუხები. ბევრი საინტერესო კითხვა