გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა, ბელგიის მონარქს რწმუნებათა სიგელები გადასცა

26-06-2021

საზეიმო ცერემონია ბელგიის სამეფო სასახლეში გაიმართა.
რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის შემდეგ, მეფე ფილიპმა ახლადდანიშნული ელჩი აუდიენციაზე მიიწვია.

შეხვედრაზე ელჩმა ხაზი გაუსვა ბელგია-საქართველოს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას, როგორც ორმხრივ, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზე.


ელჩმა მეფე ფილიპს ინფორმაცია მიაწოდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ და ბელგიის სამეფოს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ორმხრივ თანამშრომლობაზე საუბრისას, ელჩმა  პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და სოციალური კავშირების გაღრმავებაზე ყურადღება გაამახვილა. ასევე, ისაუბრა საერთაშორისო ხელოვნების ფესტივალის - „ევროპალია საქართველოს" სამზადისზე, რომელიც 2023 წელს ბელგიის სამეფოში გაიმართება და საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას.