გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ლევან დავითაშვილი: ჩვენ ვერანაირი ქმედითი შემოთავაზება ვერ დავინახეთ ოპოზიციის მხრიდან, იყო მხოლოდ სპექტაკლი

26-06-2021

„პანდემიიდან გამომდინარე, მოსახლეობის მდგომარეობა მძიმეა ყველა ქვეყანაში. ჩვენ მაქსიმალურად მობილიზებული უნდა ვიყოთ, საქმეზე, პრობლემების გადაწყვეტაზე ორიენტირებულები უნდა ვიყოთ, კონსოლიდირებულები უნდა ვიყოთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ინტერესებისთვის და არა ის, რომ ვკინკლაობდეთ და ვსპეკულირებდეთ.

რაც ჩვენ ვნახეთ პარლამენტში ოპოზიციის მხრიდან, ეს იყო სპექტაკლი, მოსახლეობის გრძნობებით თამაში, რაც ადრეც არაერთხელ გვინახავს.

მოსახლეობას ნამდვილად უჭირს და ეს ყველაზე მეტად ხელისუფლებას აქვს გაცნობიერებული, ამიტომ, კონკრეტულ გეგმაზე, კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე როდესაც ვსაუბრობთ, რეალობიდან და შესაძლებლობიდან, არსებული რესურსიდან გამომდინარე ვსაუბრობთ. ჩვენ ვერანაირი ქმედითი შემოთავაზება ვერ დავინახეთ ოპოზიციის მხრიდან, იყო მხოლოდ სპექტაკლი“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.