გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

თორნიკე რიჟვაძე: მეზღვაურების და საზღვაო სფეროს მხარდაჭერას გავაგრძელებთ

27-06-2021

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, ნათია თურნავასთან და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელთან, თამარ იოსელიანთან ერთად მეზღვაურებს პროფესიული დღე მიულოცა.

თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ საზღვაო სფერო არის ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და ამ სფეროს განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტია.

,,გილოცავთ მეზღვაურთა საერთშორისო დღეს. ჩვენი რეგიონისთვის თქვენს პროფესიას, თქვენს სიმამაცეს და თავდადებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ბოლო წლების განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი მიღწევაა საზღვაო სფეროში და დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევით, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ძალიან მალე შევძლებთ, რომ საქართველოს ფლოტსაც ჰქონდეს შესაბამისი განვითარების ტენდენცია. ჩვენ გავაგრძელებთ მეზღვაურის და საზღვაო სფეროს მხარდაჭერას, იქნება ეს ინფრასტრუქტურა, განათლების სტანდარტების ამაღლება თუ საერთაშორისო მხარდაჭერა" - განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ.

ღონისძიების ფარგლებში, ტრადიციულად გაიმართა საზეიმო მსვლელობა. საზღვაო დარგის ღვაწლმოსილ წარმომადგენლებს საქართველოს საზღვაო სფეროს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სხვადასხვა ჯილდოები, მათ შორის პრეზიდენტის ღირსების ორდენი გადაეცათ. პატივი მიაგეს ზღვაში დაღუპული მეზღვაურების ხსოვნას.