გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში საწვრთნელი აუზი გაიხსნა

27-06-2021

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში საწვრთნელი აუზი გაიხსნა, რომლის მშენებლობას საფუძველი ერთი წლის წინ ჩაეყარა.

ოფიციალურ ცერემონიაში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი თამარ იოსელიანი მონაწილეობდნენ.

თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ აჭარის მთავრობის მხრიდან მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება საზღვაო სფეროში განათლების გაუმჯობესებისთვის.

"ორმაგად სასიხარულოა, რომ მეზღვაურთა საერთაშორისო დღეს, ერთობლივი პროექტის ფარგლებში ჩვენ ბათუმში ჩვენ გავხსენით საწვრთნელი აუზი, რომელიც მიზნად ისახავ სტუდენტების და მოქმედი მეზღვაურების კვალიფიკაციის ამაღლებას, ეს აუზი დაეხმარება მათ რომ კიდევ უფრო კონკურენტუნარიანები გახდნენ" - განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ.

საწვრთნელი აუზის მშენებლობისთვის 1 600 000 ლარი დაიხარჯა. აუზი აკადემიის სტუდენტებსა და მოქმედ მეზღვაურებს საშუალებას მისცემს სავალდებულო პრაქტიკული წვრთნები საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) მიერ შემუშავებული სტანდარტების შესაბამისად გაიარონ.

თანამედროვე და მრავალფუნქციური აუზი აჭარის მთავრობის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მხარდაჭერით აშენდა.

ახალი აუზით კურსანტები წვრთნებს უმაღლეს დონეზე, რეალურთან მიახლოებულ პირობებში გაივლიან.

ღონისძიების ფარგლებში წარჩინებული კურსდამთავრებულები და ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვეს.

ასევე, გაიმართა კონფერენცია ,,ახალი ტექნოლოგიები საზღვაო ინდუსტრიაში", რომელსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ესწრებოდნენ.