გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ლევან დავითაშვილი შიდა ქართლში ფერმერებსა და მეწარმეებს შეხვდა

27-06-2021

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან, ირაკლი ქარსელაძესთან და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსთან, ლერი ბარნაბიშვილთან ერთად, შიდა ქართლში, ფერმერებსა და მეწარმეებს შეხვდა.

„ძალიან საინტერესო შეხვედრები გვქონდა შიდა ქართლის ყველა მუნიციპალიტეტის ფერმერებთან, სადაც სოფლის მეურნეობის მიმართულებით არსებული სამომავლო გეგმები განვიხილეთ. ყურადღება გამახვილდა პრემიერის ინიციატივით შემუშავებულ გრძელვადიან ხედვებზე, დარგობრივ განვითარებაზე. რა თქმა უნდა, ფერმერებისთვის ძალიან საინტერესოა, რას გეგმავს სახელმწიფო, რა სამომავლო მიდგომები გვაქვს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ფერმერების მხრიდან მათი საჭიროებების მოსმენა, რაც, რა თქმა უნდა, მოკლევადიან პროგრამებში იქნება ასახული", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის, ლერი ბარნაბიშვილის განცხადებით, სახელმწიფო გეგმაზომიერად ახორციელებს სოფლისა და სოფლის მეურნეობის გაძლიერების პოლიტიკას.

,,ჩვენ კარგად გვესმის ის გამოწვევები, რომლის წინაშეც დადგა ბიზნესი პანდემიის შედეგად. სახელმწიფო, თანადაფინანსების პრინციპით, მეწარმეებს ბაღების გაშენებისა და სანერგე მეურნეობის შექმნის ხარჯების დაფინანსებაში ეხმარება ", - განაცხადა ლერი ბარნაბიშვილმა.
ფერმერებთან გამართულ შეხვედრას, რომელიც დიალოგის რეჟიმში წარიმართა, შიდა ქართლის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული ვალერიან მჭედლიძეც ესწრებოდა. ფერმერებმა განსაკუთრებული ინტერესი სოფლის განვითარების სააგენტოს პირველადი წარმოების, გადამმუშავებელი და სამაცივრე მეურნეობების თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამების მიმართ გამოხატეს.