გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ახალციხის მერიაში უსამსახუროდ 22 თანამშრომელი დარჩება

22-11-2017

ახალციხის გაერთიანებული მუნიციპალიტეტი შტატითაც და ხელშეკრულებითაც ჯამში 163 თანამშრომელს დაასაქმებს, მანამდე ქალაქსა და თემში ერთად 185 მოხელე მუშაობდა. 

ახალციხის მერიაში თანამშრომლების შერჩევა დაიწყო, თუმცა ამ დრომდე არავინ დაუნიშნავთ. როგორც თვითმმართველობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ამბობენ, ეს პროცესი მიმდინარე კვირის ბოლომდე დასრულდება. 

ახალციხის საკრებულოს პირველივე სხდომაზე დამკტიცებული საშტატო ნუსხის მიხედვით თვითმმართველობაში 115 თანამშრომელი დასაქმდება, ხელშეკრულებით კი 48–ს აიყვანენ. 

მუნიციპალიტეტის გაერთიანებამდე ახალციხის მერიაში შტატით 67 ხელშეკრულებით კი 11 მოხელე მუშაობდა. თემში შტატით 68 და ხელშკერულებით 39 თანამშრომელი მუშაობდა. 

საერთო ჯამში გაერთიანებამდე დასაქმებული 185 თანამშრომლიდან ახლადჩამოყალიბებული მუნიციპალიტეტი 163–ს დაასაქმებს. ამდენად სამსახურის გარეშე სულ 22 მოხელე დარჩება. 

მერია შერჩეული თანამშრომლების დანიშვნას მომავალი კვირიდან დაიწყებს. 


წყარო: "სამხრეთის კარიბჭე"