კვირა, ივნისი 22, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

TOP.GE
ოკუპანტებმა ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო წვრთნა დაიწყეს

3-04-2018

რუსეთის შეიარაღებული ძალების 49-ე შენაერთმა ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო წვრთნა დაიწყო.


ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სამხედრო უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

მანევრები 15 აპრილამდე გასტანს.



"ეს წვრთნა არის ერთობლივი მზადების ერთ-ერთი ეტაპი, რომლის დროსაც პრაქტიკულად განხორციელდება „სტრატეგიული პარტნიორობის“ შეთახმების ცალკეული შემადგენელი საკითხები,"- ნათქვამია განცხადებაში.


წვრთნაში დე ფაქტო ძალოვანი სტრუქტურები და სამხედროებიც მონაწილეობენ.



რუსეთმსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“ შეთანხმებას ხელი 2012 წლის 24 ნოემბერს მოეწერა.



შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შეიარაღებული ძალების მოდერნიზებაა გათვალისწინებული.

pia