გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გიორგი ვოლსკი: ცხრა წელზე საუბარს ვერ დავამთავრებთ

28-06-2021

„გვეუბნებიან, რომ 9 წელზე დავამთავროთ საუბარი, ეს ე.წ, მიშას პერიოდზე. ვერ დავამთავრებთ იმიტომ, რომ ყოველდღე გვხდება ერთი და იგივე თემები. აქედან გამომდინარე ხშირად უნდა მოვიგონოთ და დავაყენოთ ეს საკითხი", - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების" წევრმა, გიორგი ვოლსკიმ პარლამენტის რიგგარეშე სესიის სხდომაზე სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური მოხსენების მოსმენის შემდეგ.

მისი თქმით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში წერია, რომ აგვისტოს ომი მოულოდნელად დაიწყო, ანუ რუსეთმა წარმატებულად განახორციელა თავისი სტრატეგიული გეგმა, რომ არ ცოდნოდა საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ საქართველოს პრობლემა გააჩნდა რუსეთის ფედერაციასთან.

„ან რეზოლუცია არის არაკომპეტენტური და საქართველოსთვის მტრული თავისი ამ ფორმულირებით ან ის ადამიანები, ვინც ამას ხელი მოაწერა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ხელის მომწერებიც კი არ მიმაჩნია იმ ადამიანებად, რომლებმაც საქართველოს უღალატეს. იყო რაღაც ეიფორია, დავალება, რომელიც მოდიოდა ზემოდან, დღემდე მოდის ეს დავალებები და დღემდე ამ მოჯადოებულ წრეში ვართ ჩაკეტილები. და ეს არის რეალობა", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.