გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ბათუმის მერიის სოციალური სერვისების სააგენტოს უფროსის თანამდებობაზე ასლან გელაძე დაინიშნა

3-04-2018

ბათუმის მერიის სოციალური სერვისების სააგენტოს უფროსის თანამდებობაზე ასლან გელაძე დაინიშნა. ახალი ხელმძღვანელი ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ თანამშრომლებს დღეს წარუდგინა. როგორც ბათუმის მერმა განაცხადა, ასლან გელაძე საკუთარი გამოცდილებით აღნიშნულ სამსახურს თავს ღირსეულად გაართმევს. 

,,პირველ რიგში, მინდა წარმატება ვუსურვო ბატონ ასლანს ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე. მას მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს და დარწმუნებული ვარ, ღირსეულად გაართმევს თავს ამ მოვალეობას. ველოდები ახალ წინადადებებსა და ახალ შესაძლებლობებს“, - აღნიშნა ლაშა კომახიძემ. 

ასლან გელაძე პროფესიით ეკონომისტი და პოლიტოლოგია. სხვადასხვა დროს მუშაობდა ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის რექტორის მრჩევლად, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მრჩევლად, საქართველოს ეროვნული ბანკის აჭარის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარის მოადგილედ, აჭარის მინისტრთა საბჭოს სრულუფლებიან წარმომადგენლად ხულოს რაიონში. 1990-1991 წლებში აჭარის უზენაესი საბჭოს დეპუტატი იყო.

"ინტერპრესნიუსი"