გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

აგრარულ საკითხთა კომიტეტმა მოქალაქე პაატა კოღუაშვილის საკანონმდებლო წინადადებას მხარი დაუჭირა

29-06-2021

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე მოქალაქე პაატა კოღუაშვილის საკანონმდებლო წინადადებას მხარი დაუჭირა, რომლის საფუძველზეც კომიტეტი საკანონმდებლო პაკეტზე დაიწყებს მუშაობას.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ პაატა კოღუაშვილის საკანონმდებლო წინადადება „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტს ეხება.

„კომიტეტმა განახორციელა მოკვლევა „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ" კანონის აღსრულების კონტროლის ფარგლებში და შესაბამისი რეკომენდაციებიც შეიმუშავა, რომელთა შორის გარკვეულწილად გათვალისწინებულია პაატა კოღუსაკითხიც.


თუმცა, ახლა შემოთავაზებული საკანონმდებლო წინადადების ზოგიერთი ასპექტი სრულად შეესაბამება კომიტეტის რეკომენდაციებს, გააგრძელოს კომიტეტმა მუშაობა საკითხთან დაკავშირებით და კონკრეტული საკანონმდებლო ცვლილებები შეიმუშაოს", - განაცხადა აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა.


კომიტეტმა მოქალაქის საკანონმდებლო წინადადებას მხარი იმ დათქმით დაუჭირა, რომ მასში მოცემული საკითხების ნაწილი სრულად ჰპოვებს ასახვას კომიტეტის მიერ შემუშავებულ საკანონმდებლო ცვლილებებში, ნაწილზე კი დამატებითი მსჯელობა გაიმართება.