გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

რუსთავის მერი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელებს შეხვდა

3-04-2018

რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა მოადგილეებთან ერთად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელებს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მხარეები აქტიურ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ და ერთობლივი ღონისძიებებიც დაგეგმეს.

სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო უწყებაა, რომლის საქმიანობის უმთავრეს მიზანს სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესება, კერძო სექტორის განვითარება, საქართველოს საინვესტიციო კლიმატის პოპულარიზაცია და ექსპორტის ხელშეწყობა წარმოადგენს.

ქვეყნის დინამიური ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად, სააგენტო სამ ძირითად კომპონენტს - ბიზნესს (ადგილობრივ წარმოებას), ექსპორტსა და ინვესტიციებს აერთიანებს.