გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხის შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა

30-06-2021

საბაჟო გამშვებ პუნქტში „ქუთაისის აეროპორტი", ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, ყაზახეთისა და საქართველოს მოქალაქეებთან გასაუბრებისას, არადეკლარირებული 30 010 აშშ დოლარის, 120 ყაზახური ტენგესა და 24 915 ევროს უკანონო შემოტანის მცდელობის ფაქტები აღკვეთეს.

სხვადასხვა ქვეყნის უცხოურ ვალუტაში არსებულმა არადეკლარირებულმა თანხამ, ეროვნული ბანკის სავალუტო გაცვლითი კურსის მიხედვით, საერთო ჯამში - 188 751.53 ლარი შეადგინა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სანქციის სახით, თითოეული კანონდამრღვევი მოქალაქე 5000 ლარით დაჯარიმდა.