გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

საქართველოს მელიორაცია მომხმარებელს წყლის არამიზნობრივი გამოყენებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს

30-06-2021

2021 წლის სარწყავი სეზონი აქტიურ ფაზაში შევიდა, რის გამოც სარწყავი წყლის მოხმარებამ მკვეთრად იმატა.

საქართველოს მელიორაცია მოუწოდებს მომხმარებლებს, თავი შეიკავონ წყლის არამიზნობრივი გამოყენებისგან, რადგან მათ მიერ წყლის არარაციონალურად მოხმარების თითოეული შემთხვევა აფერხებს სხვა მომხმარებლისთვის სარწყავი წყლის მიწოდებას. საქართველოს მელიორაციის შესაბამისი ადგილობრივი სამსახურები მკაცრ მონიტორინგს გაუწევენ ამ პროცესს.

წყლის მიწოდების გეგმა-გრაფიკის სწორად შემუშავებისა და სტაბილური მიწოდების უზრუნველსაყოფად შპს „საქართველოს მელიორაცია“ შეახსენებს წყალმომხმარებლებს, დროულად გააფორმონ კომპანიასთან სამელიორაციო მომსახურების ხელშეკრულება.