გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

თავდაცვის სამინისტროში სამეთაურო-საშტაბო კურსის მეათე გამოშვების ცერემონია გაიმართა

30-06-2021

თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო- საშტაბო კოლეჯის სამეთაურო-საშტაბო კურსის გამოშვების ცერემონია გაიმართა.

სამეთაურო-საშტაბო პროგრამის მეათე გამოშვებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეები, გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე და ბრიგადის გენერალი ჯონი ტატუნაშვილი, ასევე, ეროვნული თავდაცვის აკადემიის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

სიტყვით მიმართვისას, თავდაცვის ძალების მეთაურმა და თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ყურადღება სამეთაურო-საშტაბო კურსისა და განათლებული ოფიცერთა კორპუსის მნიშვნელობაზე გაამახვილეს და მსმენელებს სამხედრო კარიერაში წინსვლა უსურვეს. მათ სტრატეგიულ პარტნიორებს, განსაკუთრებით ამერიკელ ინსტრუქტორებს, სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის ყოველწლიურ განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის მადლობა გადაუხადეს.

ღონისძიება კურსდამთავრებულებისათვის დიპლომებისა და სამკერდე ნიშნების გადაცემით გაგრძელდა. რეიტინგის მიხედვით პირველ ადგილზე გასული კურსდამთავრებული, მაიორი იოსებ ლორთქიფანიძე თავდაცვის ძალების მეთაურმა საშტატო იარაღით - „GLOCK”-ი ტიპის პისტოლეტით დააჯილდოვა.

წელს სამეთაურო-საშტაბო პროგრამა 77 მსმენელმა დაასრულა წარმატებით. სამეთაურო-საშტაბო პროგრამის ფარგლებში, ისინი სამხედრო ოპერაციების პრინციპებს, ლიდერობასა და მენეჯმენტთან დაკავშირებულ საკითხებს, სამხედრო ისტორიას, თავდაცვის მენეჯმენტისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებს გაეცნენ.

სამეთაურო-საშტაბო კოლეჯი საქართველოს თავდაცვის ძალებში პროფესიული განათლების უმაღლეს საფეხურს წარმოადგენს. კოლეჯის სამეთაურო-საშტაბო პროგრამა ამერიკელ მრჩეველთა ჯგუფის მხარდაჭერით შეიქმნა. 2020-2021 წლებში სამეთაურო-საშტაბო კოლეჯი ძირითადი საგანმანათლებლო პროგრამების პარალელურად, აშშ-ის სამხედრო მრჩეველთა ჯგუფის წარმომადგენლებთან ერთად, ჩართული იყო თავდაცვის ძალების უფროსი ოფიცრების კვალიფიკაციის ასამაღლებელ არასაგანმანათლებლო სხვადასხვა სასწავლო პროგრამის, „შტაბის ოფიცრის განვითარების სასწავლო პროგრამა“ და „უზრუნველყოფის ოპერაციების სასწავლო პროგრამა“ განხორციელებაში.