გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი COVID-19 გამოწვევებთან დაკავშირებით თემატურ მოკვლევას იწყებს

30-06-2021

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი საკითხზე - „COVID-19 გამოწვევებზე საპასუხოდ, აღმასრულებელი უწყებების მიერ გატარებული ღონისძიებების გავლენა ქვეყნის სოციალური დაცვის სისტემის ეფექტიანობაზე" თემატურ მოკვლევას იწყებს.

ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

„ეს არის აქტუალური საკითხი, ვინაიდან ჩვენ კვლავაც კოვიდ პანდემიის რეჟიმში გვიწევს ცხოვრება. ეს მოკვლევა კი დაგვეხმარება მეტი ინფორმაციის მოპოვებაში და იმაში, თუ როგორ მოვემზადოთ თუნდაც პოსტ კოვიდური პერიოდისათვის", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე მხარი დაუჭირა თემატურ მოკვლევის ჯგუფის შექმნას. თემატურ მოკვლევის მომხსენებელი კომიტეტის წევრი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე დავით სერგეენკო იქნება.