გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

კახეთი მალე გახდება ოთხივე ტურისტული სეზონის მასპინძელი მხარე – კვირიკაშვილი

3-04-2018

„კახეთში წელს გაიხსნება მსოფლიოში ცნობილი ბრენდების სასტუმროები: „რედისონი წინანდალი“ და „ჰოლიდეი ინი თელავი“. 2019 წელს კახეთს შეემატება სასტუმროები „გოლდენ ტიულიფი“ და „ვილა გოდოლი“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თელავში, პარტია „ქართული ოცნების“ საქალაქო კონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, რეგიონისთვის ტურიზმის განვითარება მთავარი პრიორიტეტია.

„კახეთს ნამდვილად აქვს ამის უზარმაზარი პოტენციალი. ახალი სასტუმროების გახსნის შედეგად კახეთის სასტუმრო ობიექტებს 640 საწოლ-ადგილი დაემატება, რაც გაზრდილი ტურისტული ნაკადისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რეგიონში ასევე დაგეგმილია ათეულობით პატარა კერძო შატოს და მარანის, მცირე ჰოსტელების და სასტუმროების მშენებლობა, რაც მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ხალხისთვის და ტურიზმის სფეროს განვითარებისთვის.

მე უკვე ვთქვი და მინდა ახლაც გითხრათ, რომ ჩვენ განვიხილავთ კახეთში აეროპორტის მშენებლობას და ასევე, ვფიქრობთ თბილისი-საგარეჯო-გურჯაანი-თელავის სარკინიგზო გზის აღდგენის პერსპექტივაზე.

იცით, რომ თუშეთში შენდება ახალი გზა, რომელიც თბილისიდან სამჯერ შეამცირებს საავტომობილო მგზავრობის ხანგრძლივობას თუშეთის მიმართულებით, ააღორძინებს და ახალ სიცოცხლეს შემატებს პანკისის ხეობას.

ყოველივე ეს ძალიან მნიშვნელოვანია, თუ გავითვალისწინებთ უპრეცედენტოდ მზარდ ტურისტულ ნაკადს რეგიონში.

თუშეთის განვითარება, ზამთრის ტურისტული პროექტების დაგეგმვა და შესაბამისი ინფრასტრუქტურული პროექტების დაწყება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გარემოს, ხელს შეუწყობს ეკონომიკურ აქტივობას ამ ულამაზეს კუთხეში. კახეთი მალე გახდება ოთხივე ტურისტული სეზონის მასპინძელი მხარე“,  განაცხადა პრემიერმა.

მისივე ინფორმაციით, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ სასტუმროების განვითარების თანადაფინანსების კომპონენტით მხარდაჭერილია 12 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა 43 მილიონი ლარია. გათვალისწინებულია 350-ზე მეტი დამატებითი ოთახისა და ასობით ახალი სამუშაო ადგილის შექმნა.

reginfo.ge