გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

გაერთიანებული სამეფოსა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრები: ხაზს ვუსვამთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ჩვენს მხარდაჭერას

30-06-2021

გაერთიანებული სამეფოსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, დომინიკ რააბმა და ჰეიკო მაასმა, ხელი მოაწერეს ორი ქვეყნის ერთობლივ დეკლარაციას, საგარეო და თავდაცვის საკითხებში თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ.

დოკუმენტში, რომელიც მრავალ საკითხს ეხება, საუბარია, აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონზეც.

"ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას აღმოსავლეთ ევროპასა და სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების, სტაბილურობის, კეთილდღეობის, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობისადმი და მხარს ვუჭერთ მრავალმხრივ თანამშრომლობას. ჩვენ ვაგრძელებთ რეფორმების გატარების პროცესების მხარდაჭერას რეგიონის ექვსივე ქვეყანაში, საზოგადოებისათვის ხელშესახები შედეგების მისაღწევად და როგორც შიდა, ისე გარე დარტყმების მიმართ პარტნიორი ქვეყნების მდგრადობის გაზრდის მიზნით.

ჩვენ ხაზს ვუსვამთ რეფორმის მდგრადი განხორციელების მნიშვნელობას, განსაკუთრებით კანონის უზენაესობის და კარგი მმართველობის კუთხით, ასევე ყურადღებას ვამახვილებთ აქტუალურ საკითხებზე, მათ შორის კლიმატის ცვლილებაზე.

სამხრეთ კავკასიასთან მიმართებაში, ჩვენ ხაზს ვუსვამთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ჩვენს მხარდაჭერას და 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების სრულყოფილად შესრულების აუცილებლობას.

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შესახებ, ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნავთ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მდგრადი პოლიტიკური გადაწყვეტის საჭიროებას, როგორც ორი ერის დაახლოებისა და შერიგების ერთადერთ გზას," - ნათქვამია დოკუმენტში.